ელენე

                                                                       სამეგრელო
                                                                       ჩემი კუთხე   
სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს,ცხენისწყალსენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარისეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისაიმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კიენგურზე გადმოინაცვლა.
დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშისზუგდიდისმარტვილისსენაკისჩხოროწყუსწალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების და ქალაქფოთის ტერიტორიას.სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარეერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.
მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიასსვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარისრიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.
პირველი სასწავლებელი (სასულიერო) სამეგრელოში 1830 წელს ლევან V–ის დროს დაარსდა მარტვილშიXIX საუკუნეში ქართველ ხალხში გაძლიერდა განათლებისადმი მისწრაფება. თავდაპირველად სკოლები მონასტრებთან ერთად გაჩნდა,

მარტვილის მონასტერი
ხოლო შემდგომ, მეფის რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეხსნა დაწყებითი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში 1879 წელს დაარსებულმა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ", რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით სახალხო სკოლები იქნა გახსნილი. სამეგრელოს თითქმის ყველა სასოფლო საზოგადოებაში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რამაც მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი.
XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში იყო 179 სკოლა. მის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა ფოთი, სადაც მოქმედებდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, საქალაქო და სახელოსნო სასწალებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა.
საბჭოთა ხელისუფელების დამყარების შედეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნას თან სდევდა ახალი სკოლების გახსნა და ბევრი სასკოლო შენობის აგება. მოსახლეობის მატების შესაბამისად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნება. ასე მაგალითად, 1957 სასწავლო წლის დასაწყისასთვის სამეგრელოში მოქმედებდა 379 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 63.5 ათასი მოსწავლითა და 5.8 ათასი მასწავლებლით, 1970 წელს კი 422 სკოლა, 83.8 ათასი მოსწავლითა და 8.9 ათასი მასწავლებლით. 70–80–იან წლებში საქართველოშიმიმდინარე სხვადსხვა სოციალურმა პროცესებმა საგანმანათლებლო სკოლებისადა მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში უკვე 1985 წელს 401 სკოლა და 70.4 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო 1990 წ. – 383 სკოლა და 66.8 ათასი მოსწავლე.მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის „უნებლიეთ ექიმი“ 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 1907–1908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.
1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.
სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.

ზუგდიდის დრამატული თეატრი
საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.მკურნალობის კულტი სამეგრელოში , დიდი ხნის წინ არის შექმნილი: არქანჯელო ლამბერტისგადმოცემით, რომელიც XVII საუკუნის პირველ ნახევარს ეხება "მთელ კოლხეთში მეტად მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი არ ენატრება, როგორც ექიმის ხელობა"[2]. მისი დაკვირვებით, სამეგრელოს მცხოვრებნი მეტად მოწადინებულნი არიან შეისწავლონ რაიმე წამალი და ცდილობენ სხვებსაც ასწავლონ. უფრო ცნობისმოყვარეებს ბევრი წამალი აქვთ შესწავლილი და საგანგები წიგნში ჩაწერილი. მას კარაბადინი ჰქვია, სადაც წერია სხვადასხვა საცხებლები. აბები და სასმელები. სამეგრელოში არიან ქალები, რომელნიც სიამოვნებით ეტანებიან ავადმყოფთა მოვლას, უნიშნავენ კვების რეჟიმს, უკეთებენ წამლებს.
რეგიონის დაბლობ ნაწილში, კოლხეთის დაჭაობებული ტერიტორიები და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, წინათ მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნიდა ადამიანების ცხოვრებასა და ჯანმრთელობასXIX საუკუნის მეორე ნახევარში მოსახლეობაში ფართოდ გავრცელდამალარია, რომელიც არა მარტო სპობდა ადამიანთა სიცოცხლეს, არამედ გადარჩენილების ორგანიზმის დასუსტებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევდა. ამ პერიოდში სენაკის მაზრის ყოველ 1000 მცხოვრებზე წელიწადში ეპიდემიური დაავადების 152, ხოლოზუგდიდის მხარეში 113 შემთხვევა მოდიოდა.სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურ–საკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურ–საკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. მათ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო საკურორტო მეურნეობა, რომელიც სიმძლავრით და განვითარების დონით ჩამოუვარდებოდა აფხაზეთისა, აჭარის და ბორჯომ–ბაკურიანის საკურორტო რაიონებს.


About the author

Admin
Donec non enim in turpis pulvinar facilisis. Ut felis. Praesent dapibus, neque id cursus faucibus. Aenean fermentum, eget tincidunt.

0 коммент.:

Copyright © 2013 მეხუთე ელემენტი and Blogger Themes.