ელენე

                                                     

ხელოვნება

ხელოვნება, ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხებალიტერატურასმუსიკასცეკვასდრამატურგიასმხატვრობასსკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერასგრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკალოგიკარიტორიკაარითმეტიკამუსიკაგეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა.ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბებიტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.

ხელოვნების დარგები


არქიტექტურა



არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო დონიდან — ურბანული დაგეგმარებაურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო დონემდე — ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს, როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

გრაფიკა

გრაფიკა — გამოსახულების შექმნა სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით. ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი, ნახშირი, პასტელი და მარკერები. თანამედროვე გრაფიკაში ასევე გამოიყენება ციფრული მედია და ხელსაწყოები მსგავსი ეფექტის მისაღებად. გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვაჰაჩინგი, კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.



დეკორატიული ხელოვნება

დეკორაციული ხელოვნება ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა,ხაზვაფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.

თეატრი

ტერმინი თეატრი (ბერძნულად θέατρον (theatron) – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:
  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.
თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთშიჩინეთშიიაპონიაშიინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.
თეატრის ძველი ქართული სახელწოდებაა სახილველი.



კინოხელოვნება


კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.


ლიტერატურა

ლიტერატურა (ლათ. littera — „ანბანის ასო“) — ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით — მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ კი წერილობითი ფორმა მიიღო. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.



მუსიკა


მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონიაჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.


ქანდაკება

ქანდაკებასკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.
სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი, ისტორიული, საყოფაცხოვრებოსიმბოლურიალეგორიული გამოსახულება,ცხოველების გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო  გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის შექმნა, პლასტიკური მოდელირება(გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ შემთხვევაში ფერისაც კი.
განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტიბიუსტი, შეიძლება შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე). მონუმენტური სკულპტურა, ძეგლებიმონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.
სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონიქვათიხახეგიფსი და სხვა. მისი დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება,გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრაგამოთლა და სხვა.
იტალიური რენესანსის დროიდან მოყოლებული მოქანდაკეები ქმნიდნენ რეალური საგნების, რეალური სამყაროს მეტ–ნაკლებად ზუსტ გამოსახულებებს. სკულპტურა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა თვითგამოხატვის საშუალებას. ეს იყო სახალხო ხელოვნება რომელიც შენობებს,სხვადასხვა დაწესებულებებს დეკორს უკეთებდა. სკულპტურა გამოიყენებოდა სხვადასხვა ისტორიული მოვლენის, დღესასწაულის თუ პიროვნების უკვდავსაყოფად.



ფერწერა

ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერაყოფითი ფერწერაბატალური ფერწერაანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.
ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერაყოფითი ფერწერაბატალური ფერწერაანიმალისტური ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია (ფრანგphotographieძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφω (გრაფის) — სტილუსი, ფუნჯი ანძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — გამოსახვა ხაზების მეშვეობით ან ხაზვა; სინათლით ხატვის ტექნიკა) — ფოტოკამერაში გამოსახულების მიღება შუქმგრძნობიარე ნივთიერებაზე ან შუქმგრძნობიარე მატრიცაზე.

ქორეოგრაფია


ქორეოგრაფია (ბერძნ. choreia – ცეკვა და ...გრაფია) — ცეკვის ხელოვნება. მისი პირვანდელი მნიშვნელობა იყო ჩანაწერი ცეკვის შესახებ, შემდეგ –— ცეკვის, ბალეტის შექმნის ხელოვნება, ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე მნიშვნელობით იხმარება. ქორეოგრაფიის, ცეკვის ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებას ქორეოლოგიასუწოდებენ.



About the author

Admin
Donec non enim in turpis pulvinar facilisis. Ut felis. Praesent dapibus, neque id cursus faucibus. Aenean fermentum, eget tincidunt.

0 коммент.:

Copyright © 2013 მეხუთე ელემენტი and Blogger Themes.