ელენე

ამერიგო ვესპუჩი


ვესპუჩის ქანდაკება ფლორენციაში.
ამერიგო ვესპუჩი (Amerigo Vespucci; დ. 19 მარტი1454 — გ. 22 თებერვალი1512) — იტალიელი ვაჭარიმკვლევარი დაკარტოგრაფი. მას მთავარი როლი ეკავა ორ რეისში, რომლებიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502წლებში. მეორე რეისის დროს აღმოაჩინა, რომ სამხრეთი ამერიკა იმაზე მეტად ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა, რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.
ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც 1502-1504 წლებში გამოქვეყნდა მისი ჩანაწერები. 1507 წელსმარტინ ვალდზეემიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც მან ახალ კონტინენტს უწოდა „ამერიკა“, ვესპუჩის პირველი სახელი. დანართ წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის დიდების მიმთვისებელზე. შემდგომ აღმოჩენებში, XVIII საუკუნეში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ანგარიში იყო გაკეთებული არა ვესპუჩის, არამედ სხვების მიერ.

ცხოვრება

ვესპუჩი დაიბადა ფლორენციაშიიტალიაში, დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში. ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში სევილიაშიესპანეთში.
1508 წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტებისთვის.

About the author

Admin
Donec non enim in turpis pulvinar facilisis. Ut felis. Praesent dapibus, neque id cursus faucibus. Aenean fermentum, eget tincidunt.

0 коммент.:

Copyright © 2013 მეხუთე ელემენტი and Blogger Themes.