ჩემი დაწერილი თემა. (ელენე)
"რა არის ჩემთვის ბოდიში?"
ბოდიშის მოხდა ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სინდისის ქენჯნის დასამშვიდებლად, ერთ-ერთი საშუალებაა გულახდილი საუბრისათვის. დიდსულოვანი ადამიანის საუკეთესო თვისებაა. "თვისება", სადაც ყველაფერია ნათქვამი: აღზრდილობა, შინაგანი კულტურა, სულის სიდიადე და ა.შ. ყოფილა შემთხვევა ისტორიულ ფაქტებშიც, როცა ორ ქვეყანას შორის მშვიდობის საუკეთესო საშუალება იყო... ბოდიშის მნიშვნელობა, ვისაც ესმის, "ამ მცნებას" დიდი ძალა აქვს: ძალადობის გარეშე აგვარებს კონფლიქტებს...
ჩვენი სარწმუნოებაც გვიდასტურებს, რომ გულწრფელი მობოდიშება, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთობის აღდგენის ეფექტური საშუალებაა და გვეუბნება, რომ არასოდეს უნდა ვიყოთ ისეთი ამაყები, რომ არ მოვიბოდიშოთ და პატიება არ ვითხოვოთ, როცა ორი ადამიანი ვერ თანხმდება ერთმანეთში, მაშინ ორივე მხარეა დამნაშავე, რადგან არასრულყოფილი ადამიანები არიან.
"ბოდიში" არ უნდა მოიხადო თუ დამნაშავე არ ხარ, რადგანაც "ბოდიში" ფასეულია და ამ შემთხვევაში გაუფასურდება.


0 коммент.: